“აგროქიზიყმა” ახალი საკვების საწარმო გახსნა

Nutrition Factory has been opened in Dedoplistskaro municipality by AgroQiziki LLC. It Grinds and mixes 3-4 Ton grain per hour.

დედოფლისწყაროში შ.პ.ს “აგროქიზიყმა”პირუტყვისა და ფრინველის საკვების საწარმო გახსნა. ქარხანა საათში 3-დან 4 ტონამდე საკვებს ამუშავებს, რომელიც საჭირო დანამატებითა და ინგრედიენტებითაა გამდიდრებული. ფერმერებს კი საშუალება აქვთ მზა საკვები შეიძინონ ან საკუთარი გადაამუშაონ.

შ.პ.ს ”აგროქიზიყი” საქონლის ხელოვნურ განაყოფიერებასაც ახორციელებს. ამ ეტაპზე ეს სერვისი მხოლოდ ძროხებისა და ღორების შემთხვევაში ხორციელდება. კომპანია განაყოფიერებისთვის საჭირო მასალის იმპორტიორია. პირუტყვის ხელოვნურად განაყოფიერება კი ეტაპობრივად, მისი პროდუქტიულობის გაზრდის საშუალებას იძლევა. სერვისის საშუალებით მეწარმეს შეუძლია ფერმის განვითარების  გრძელვადიანი სტრატეგია შექმნას, რადგან მას საშუალება აქვს აირჩიოს, მერძეული თუ მეხორცეული ჯიშებით უნდა ფერმის დატვირთვა.

კომპანია ამ ეტაპზე პროგრამაზე მუშაობს, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსებისათვის იქნება გათვლილი. მისი საშუალებით პირუტყვის აღრიცხვა და მათზე ისტორიის შექმნა მოხდება. პროგრამა ფერმერებს უკეთესი  შედეგის მისაღწევად მცირე სელექციური საქმიანობის წარმოების საშუალებას მისცემს.

მეცხოველეობაში სასურველი შედეგის მისაღებად საჭიროა: მაღალ პროდუქტიული, მაგრამ ადგილობრივ პირობებს მორგებული ჯიში, სწორად შერჩეუული და მდიდარი საკვები, სათანადო ვეტერინარული მოვლა. ყველა ამ სერვისს შპს “აგროქიზიყი” უზრუნველჰყოფს.

[nggallery id=4]

Share Button

Leave a Reply