აც 555 (AC 555) – ანტიმიკრობული საშუალება – ვეტერინარია

აც 555 (Amoxiciline, Ciprofloxacine)

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

შემადგენლობა: პრეპარატი აც 555 – კომბინირებული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაში შედის ორი მოქმედი ნივთიერება ამოქსიცილინი და ციპროფლოქსაცინი.

1 გ ფხვნილი შეიცავს: ციპროფლოქსაცინს 200მგ; ამოქსიცილინს 100მგ;

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზა

გამოშვების ფორმა: 250გ ვერცხლისფერ პოლიეთილენის პაკეტში; 1გ ლამინირებულ ქაღალდის პაკეტში და 50გ პოლიეთილენის ფლაკონში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება, ანტიბიოტიკი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ამოქსიცილინი ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკია, გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი, აქტიურია აერობული გრამდადებითი ბაქტერიების Staphylococcus და Streptococcus და აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების მიმართ: Haemophilus, Klebsiella, Pseudomonas, Pasteurella, Salmonella.

პენიცილინაზას მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმები რეზისტენტულია ამოქსიცილინის მოქმედებისადმი. იგი თრგუნავს ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზს.

ამოქსიცილინი გამოიყენება სასუნთქი სისტემის ინფექციების სამკურნალოდ (ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, პლევრიტი, ვირუსული ინფექციების გართულების შემდეგ), კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და შარდ-სასქესო სისტემის, ქირურგიული ინფექციების, ასევე ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებეის დროს, განსაკუთრებით ინფექციები, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკებითა და სტაფილოკოკებით.

ციპროფლოქსაცინი – არის ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება. იგი ფართო სპექტრის ბაქტერიციდული საშუალებაა და მისი ბაქტერიციდული ეფექტი დამოკიდებულია კონცეტრაციის დონეზე.

ციპროფლოქსაცინის მიღებიდან 20-30 წუთის შემდეგ ვლინდება პრეპარატისადმი მგრძნობიარე ბაქტერიციდული უჯრედების სიკვდილიანობა.

ციპროფლოქსაცინი პოსტანტიბიოტიკურ ეფექტს ავლენს გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, როგორც ლატენტურ ფაზაში, ასევე ბაქტერიების გამრავლების პერიოდში.

პრეპარატი აინჰიბირებს ბაქტერიულ დნმ-ჰირაზას, მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ჰირაზას (II ტიპი ტოპოიზომერაზები) ინჰიბირებასთან, რაც იწვევს სუპერსპირალიზაციისა და დნმ-ს სინთეზის პროცესის დარღვევას.

ციპროფლოქსაცინი აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების Staphylococcus და Streptococcusდა გრამუარყოფითი ბაქტერიების, კოკების მიმართ, სხვადასხვა სახეობის შტამების ჩათვლით Pseudomonas aeruginosa, Klebsiella sp, E.coli, Enterobacter, Campylobacter, Vibrio cholerae, Salmonella, Pasteurella, Clostridum, Haemophilus და სხვა.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი – აც 555 მოიცავს ფართო სპექტრს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიებისა. გამოიყენება სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის ისეთი დაავადებების მიმართ, რომლებიც გამოწვეულია: Salmonella, Pasteurella, Clostridum, Staphylococcus, Streptococcus, Haemophilius და სხვა მიერ.

პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი კარგად გაიწოვება ფრინველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ფართოდ ვრცელდება ორგანოებსა და ქსოვილებში. მაქსიმალურ კონცეტრაციას აღწევს და ნარჩუნდება 6 საათის, ხოლო თერაპიულ კონცეტრაციას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში.

პრეპარატი – აც 555 გამოიყენება ყველა სახის შინაურ ფრინველში შემდეგი დაავადებების დროს:

  • სასუნთქი გზების ინფექციების (ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, პლევრიტი, ვირუსული ინფექციების გართულების შემდეგ);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და შარდ-სასქესო სიტემის ინფექციების;
  • ფრინველის ქოლერის;
  • ქირურგიული ინფექციების, ასევე სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციების;
  • კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზისა და მიკოპლაზმოზის სამკურნალოდ.

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი მიიღება პერორალურად, გახსნილი სასმელ წყალში.

  • ფრინველი – 1გ – 4ლ წყალში, 3-5 დღის განმავლობაში;
  • ხბო, ღორი – 1გ 20კგ ც.წ-ზე დღეში 2-ჯერ 5-7 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:  ჩვენებების მიხედვით გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

დაყოვნების პერიოდი: ფრინველის დაკვლა ხორცის გამოყენების მიზნით ნებადართულია პრეპარატის მიცემიდან 11 დღის შემდეგ.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო

Share Button

Leave a Reply