გაიცანით გიორგი ამირიძე – 22 წლის ვეტერინარი

გიორგი ამირიძე, 22 წლის ვეტერინარი, რომელიც დღეს დღეისობით სოფელ არხილოსკალოში არსებულ ნიკოლოზ ბენიაიძის ფერმაში მუშაობს, სადაც ბალტიისპირეთიდან იმპორტირებული 80 მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ყავთ.

გიორგისთვის პროფესიულ კარიერაში ეს ძალიან სერიოზული გამოწვევა. ძალიან კარგი ახალგაზრდაა რომელსაც შეუძლია იყოს საუკეთესო მაგალითი ჩვენი მომოვალი თაობის ფერმერებისთვის და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისთვის, დანარჩენს ქვევით გაეცნობით.

ეს ჩემი პირველი მცდელობაა ინტერვიუს აღებისა და ძალიან ნუ დამძრახავთ, უბრალოდ მხარი დაუჭირეთ გიორგისნაირ ახალგაზრდებს.

გამარჯობა გიორგი, ეს ჩემი პირველი მცდეობაა ვინმესგან ინტერვიუს აღების, და მოხარული ვარ რომ პირველად ამ ექსპერიმენტს შენთან ერთად ჩავატარებ, პროფესიის შეცვლას არ ვაპირებ მაგრამ მგონია რომ საინტერესო იქნება. მაშ დავიწყოთ

– გამარჯობა ბექა, მოხარული ვარ რომ პირველი ადამიანი ვარ ვისთანაც ინტერვიუს წერ.

– გიორგი რამდენი წლის ხარ. და ძალიან “ბანალური” კითხვა რა დაამთავრე.

– 22 წლის ვარ, 2013-2016 წლებში ვსწავლობდი სსიპ. საზოგადოებრივ კოლეჯ “აისი”-ში ვეტერინარიის ფაკულტეტზე.

– ვიცი რომ სულ რამდენიმე დღეა დაასრულე სწავლა კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელში “აისი”, გვიამბე შენს პროფესიაზე.

– ზოგადად, რომ ვთქვათ ვეტერინარია არის ძალიან ფართო, საინტერესო და ამავდროულად რთული პროფესია, არსებობს ეგეთი გამოთქმა “მედიცინა არჩენს  ადამიანს, ვეტერინარია კი კაცობრიობას”.

– ოჰო, აი მესმის შემართება, გიორგი როდიდან გადაწყვიტე დაუფლებოდი ვეტერინარის პროფესიას და რატომ ჩააბარე პროფესიულ სასწავლებელში და არა უნივერსიტეტში. მე დედოფლსიწყაროელებისგან ვიცი რომ შენ ძროხა და საქონელი ზოგადად ბავშობიდან გაინტერესებდა.

– დიახ, ცხოველები, მათი სამყარო და ერთგულება ბავშობიდან მიტაცებდა, განსაკუთრებით ძაღები მიყვარდა და ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა მათთან ერთად. რაც დრო გადიოდა ინტერესი მეზრდებოდა, მაინტერებდა ყველა დეტალი თუ როგორ მრავლდებოდა ცხოველის ესა თუ ის სახეობა, როგორ გადააამუშავებდა საკვებს, რომელ დაავადებაზე როგორ უნდა მემკურნალა და სხვა.

– რა იყო შენთვის დამაბრკოლებელი იმ გზაზე რაც გაიარე მიგეღწია შენი საწადელისთვის. რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია შენი საწადელის ახდენის, მაგრამ თუნდაც ამ ეტაპამდე რომ მოსულიყავი რა სირთულეების გადალახვა მოგიწია.

– დამაბრკოლებელი ჩემთვის არაფერი არ ყოფილა Ж0 თუკი რამ მომიწადინებია ჩემი საქმიანობის განხრით რომ ერთი კონრეტული საკითხი უნდა შემესწავლა მაქსიმუმს ვაკეთებდი რომ მიზნისთვის მიმეღწია და ყოველთვის გამიტანია ჩემი.

– როგორ გეხმარებოდა შენი ოჯახი შენი მიზნის მიღწევაში. ხშირია შემთხვევები ჩვენს ახალგაზრდებში როცა პროფესიას თავად ისინი კი არა ოჯახის წევრები ირჩევენ, ხშირად მამა ან პაპა თუ ვეტექიმი არ უნდა მისი შვილიც ვეტერინარი გამოვიდეს, არამედ იურისიტი, ფინანსისტი და სხვა ამდაგვარი.

– ჩემს მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით ამ ყველაფერში, არანაირად არ მზღუდავდნენ, პირიქით ძალიან მეხმარებოდნენ რომ გავმხდარიყავი ჩემი საქმის პროფესიონალი და მიზნისთვის მიმეღწია.

– შენ დაასრულე თუ არა სწავლა დასაქმდი შენს სოფელში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ფერმაში, სადაც შენნაირ ახალგაზრდა კადრზე დიდი მოთხოვნა იყო დარწმუნებული ვარ, შენი აზრით შეცვლის ეს ფაქტი შენი რომელიმე მეზობლის, ახლობლის და სხვა წარმოდგენას იმაზე, რომ მათაც შენსავით აირჩიონ ასეთი საჭირო პროფესია, ისწავლონ პროფესიულ სასწავლებელში, იმუშაონ დილის 7 საათიდან საღამოს 7-9 საათამდე დიდი მონდომებით, ანუ რამდენად წაახალისებს მათ შენი დღევანდელი წარმატება.

– დიახ სასწავლებლის დამთავრებისთანავე დავსაქმდი, რითიც მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დრო არ დამიკარგავს ტყუილად და ჩემს ცოდნას ვიღრმავებ და ვიყენებ ცხოველთა ჯანმრთელობის და გამრავლების მიზნით. როგორც მოგახსენეთ ცხოველებთან პრაქტიკული ურთიერთობა არც ადრე მაკლდა, მაგრამ ფერმაში მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი პრაქტიკა და სიამოვნებაა.

ასევე არსებობენ ჩემს გვერდით ადამიანები რომლებსაც აქვთ ინტერესი და სურვილი რომ მათაც ისწავლონ ვეტერიანარია და გახდნენ წარმატებული ვეტერინარები თუმცა ვფიქრობ რომ მარტო მონდომება არაა მთავარი და მათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ უმთავრესი მოთმინება და საქმისადმი სიყვარულია, კარგ სპეციალისტად რომ ჩამოყალიბდე 10 წელზე მეტიც კია საჭირო მაგრამ მე მსიამოვნებს ამ გზაზე შედგომა, ასევე უნდა სიამოვნებდეთ მათ და ყველაფერი კარგად იქნება.

პირადად ჩემთვის სირთულეს არ წარმაოდგენს დილის 7 საათიდან საღამოს 9-10 სააღამდე მუშაობა, მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დარგია და ფაქტიურად ეს დრო ისე სწრაფად გადის რომ ვერც კი ვგრძნობ დროის გასვლას და დაღლას ხომ საერთოდ.

– შენ შეხება გაქვს მაღალპროდუქტიულ საქონელთან და მინდა ასევე გკითხო რას ურჩევდი ჩვენს ადგილობრივ ფერმერებს, რა არის ის რაც უპირველეს ყოვლისა მათ უნდა გამოასწორონ.

– უპირველეს ყოვლისა მინდა ერთი რჩევა მივცე ყველა ფერმერს, პირუტყვის ყოლა ერთია მაგრამ მისი მოვლა სულ სხვა საკითხია რადგან საჭიროა რომ პირუტყვისთვის შეიქმნას ისეთი პირობები რომ პირუტყვმა თავი იგრძნოს კომფორტულად, შეუქმნან მოციონის პირობები და ასევე რაც მთავარია მაღალყუათიანი, დაბალანსებული საკვებით უზრუნველყონ მათი “შემოსავლის წყარო”, ხშირად ჩვენთან ფერმერები პირუტყვს აღიქვავენ როგორც შემოსავლის მომტანს, მაგრამ მას რომ ფერმერის მხრიდანაც სჭირდება დანახარჯი ამას არ აქცევენ ყურადღებას.

– ბოლოს მინდა გკითხო სად ხედავ შენს თავს 10 წლის შემდეგ, აპირებ სწავლა გააგრძელო უმაღლეს სასწავლებელში – საზღვარგარეთ და ასევე სად/რა მდგომარეობაში ხედავ 10 წლის შემდეგ ქართული მეცხოველეობის დარგის ფერმერებს.

ვფიქრობ რომ უმაღლესში სწავლას დღეს ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა რადგანს ადამიანს თუ სურს სწავლა ამისთვის წიგნი არსებობს და ის ვისაც უყვარს კითხვა არ განსხვავდება მათი ცოდნა. მთავარია ადამიანი იყოს მოწადინებული საქმისთვის, მე პირადად დღესაც ვკითხულობ წიგნებს და კვლავ ვიღებ ცოდნას… ის თუ სად ვიქნები 10 წლის მერე, რთულია ამაზე პასუხი მაგრამ ვფიქრობ რომ კვლავ ჩემს საქმეს გავაგრძელებ რადგან მე პირუტყვის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი და რაც შეეხება ფერმერებს 10 წლის შემდეგ, ისინი ვფიქრობ რომ გაცილებით დაიხვეწებიან და მეტს მიაღწევენ ვიდრე დღეს, ეს ლოგიკურიცაა, ისინი ხომ ეხლა იწყებენ ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, გაცნობას და დანერგვას.

ინტერვიუ ჩაწერა ბექა გონაშვილმა

Share Button

Leave a Reply