მექანიზაციის ცენტრი – არსებული ტექნიკა და მომსახურება

არსებული ტექნიკა:

ტრაქტორები: K-700; NewHolland 110; Claas Celtis; ბელარუსი
კომბაინები: Class Dominator 85 და Class Dominator 130
მისაბმელები: ხორბლის და მზესუმზირის სათესები;
დიდი გუთანი;
ღრმად მხვნელი (40-65 სმ.)
კულტივატორები: ფარცხები;
სასუქის შემტანი;
საჩეხი;
ლაფეტები

shapeimage_4

დედოფლისწყაროს მექანიზაციის ცენტრი შეიქმნა CNFA-ის ჯონ ოგონოვსკის სახელობის ფერმერი-ფერმერს პროექტის ფარგლებში

shapeimage_6

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ბოქსებით, ოფისით, საკონფერენციო დარბაზით,
სახარატე დაზგებით, მობილური ტექ. დახმარების მანქანით, სამრეცხაოთი და საწყობით.

shapeimage_5

მშენებლობის პროცესშია და სეზონისთვის გაიხსნება ხორბლის და სხვა მარცვლეული კულტურის გასანიავებელი კალო.

ცენტრი ემსახურება როგორც მსხვილ და საშუალო ფერმერებს, ასევე გლეხებს საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავებაში.

ჩვენთან ტექნიკის დაქირავების მსურველებმა უნდა დარეკოთ ნომერზე: 

599 58 09 94   ან   599 56 71 31

ან მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია ელ-ფოსტით: mail@farmers.ge

shapeimage_7

მომსახურების ფასები და პირობები:

1) ღრმად მოხვნა (ღრმად მხვნელით 40-65 სმ) – 110 ლარი/ჰა
2) მოხვნა – 100 ლარი/ჰა
3) სასუქის გაშლა (გამფანტველით) – 10 ლარი/ჰა
4) კულტივაცია – 35 ლარი/ჰა
5) მოსავლის აღება 100/ჰa
6)თესვა – 40 ლარი/ჰა

ფასები შეიცავს საწვავის ღირებულებას.
საწვავის ღირებულების ცვლილების შემთხვევაში მოხდება მოცემული ფასების გადახედვა.

თუ დამკვეთის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი მდებარეობს ჩვენი ტექნიკის დისლოკაციის ადგილიდან 20 კილომეტრზე მეტის დაშორებით დამკვეთი დამატებით იხდის 1 კილომეტრზე – 1.30 ლარს.

Share Button

Leave a Reply