შპს “აგროქიზიყი” დაფუძნდა ქ. დედოფლისწყაროში 2011 წლის 18 მარტს. ავირჩიეთ რა “ერთი ფანჯრის” პრინციპით მოვმსახურებოდით ფერმერებს, უბრალო ვეტ პრეპარატების რეალიზაციიდან კომპანიამ გააფართოვა მომსახურების და წარმოების არეალი.
დღეისათვის ფერმერებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს: ვეტ კონსულტაცია და ვეტ პრეპარების რეალიზაციას, შხამ-ქიმიკატების, პესტიციდების, ჰერბიციდების, ორგანული სასუქებისა და პრეპატების მიწოდებას, ხელოვნური განაყოფიერების მომსახურებას ძროხასა და ღორში, პირუტყვის საკვების წარმოებას.
კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია უკვე სამი საკუთარი მაღაზიით და სადილერო ქსელით კახეთში. “აგროქიზიყი” თანამშრომლობს აღიარებულ და წარმატებულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, რომელიც აწვდიან უმაღლესი ხარისხის ნედლეულს და უწევენ პროფესიულ დახმარებას.
2013 წლიდან შპს “აგროქიზიყი” თანამშრომლობს “მოლი კახეთში” პროექტთან, რომელთან ერთადაც განხორციელდა ხელოვნური განაყოფიერებისა და პირუტყვის საკვების საწარმოს ჩამიყალიბება ქ. დედოფლსიწყაროში, რითიც გახდა შესაძლებელი ადგილობრივმა ფერმერებმა შეღავათიან ფასებში მიიღონ ყველა ის მომსახურება რაც გაზრდის მათი წარმოების პროდქუტიულობას.
“თქვენი წარმატება, ჩვენთან პარტნიორობით მიიღწევა”