პენბექსი – ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატი

პენბექსი (Penbex) გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხენის, ცხვრის, თხის, ძაღლის და კატის ბაქტერიული ინფექციების, მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, შარდსასქესო სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, პასტერელოზის, გასტროენტეროკოლიტის, მასტიტის, ოპერაციული, ჭრილობების, მშობიარობის შემდგომი და სხვა პირველადი და მეორადი ბაქტერიული ეტიოლოგიის ინფექციების დროს, რომელთა აღმძვრელებიც მგრძნობიარეა პენიცილინის და სტრეპტომიცინის მიმართ.

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: პროკაინ პენიცილინ G-ს 200,000 მ.ე; დიჰიდროსტრეპტომიცინ სულფატს 250 მგ; ბეტამეტაზონს 0.5 მგ; ქლორფენირამინის მალეატს 8 მგ; პროკაინ ჰიდროქლორიდს 15 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი(მარილის დიჰიდრატი), ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის მეთილის ეთერის პარა-ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილის ეთერის Pპარა-ჰიდროქსიბენზოატი, პოვიდონი, ნატრიუმის ფორმალდეჰიდის სულფოქსილატი, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა: 10მლ, 50მლ, 100მლ, 250მლ და 500მლ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, კომპლექსური ანტიბაქტერიალური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი პენბექსი კომპლექსური ანტიბაქტერიალური მოქმედების პრეპარატია, მის შემადგენობაში შედის: ორი ანტიბიოტიკი (პროკაინ პენიცილინ G და დიჰიდროსტრეპტომიცინ სულფატი), გლუკოკორტიკოიდი (ბეტამეტაზონი), ანტიჰისტამინური საშუალება (ქლორფენირამინის მალეატი) და ადგილობრივი მოქმედების ანესტეტიკი (პროკაინ ჰიდროქლორიდი).

პროკაინ პენიცილინ G-ს და დიჰიდროსტრეპტომიცინ სულფატის სინერგიული ნაერთი აფართოებს პრეპარატის ანტიბაქტერიალური მოქმედების სპექტრს.

იგი მიეკუთვნება ბუნებრივი პენიცილინების ჯგუფს, გამოირჩევა მაღალი დონის აქტიურობით გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, უმეტესი ანაერობების და სპიროქეტების მიმართ, მათ შორის Staphylococcus spp., Streptococcus spp., Corynebacterium spp., Listeria spp., Clostridium spp., Erysipelothrix spp., Pasteurella multocida, Leptospira შტამების Pomona, Grippotyphosa, Icterohaemorrhagiae და სხვა.

მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს პეპტიდოგლიკანის სინთეზის ბლოკირებაში (ბაქტერიის კედლის ძირითადი კომპონენტი), რაც საბოლოოდ დაავადების აღმძვრელის სიკვდილს იწვევს.

პროკაინ პენიცილინ G კუნთში ინექციით ნელა შეიწოვება და გახანგრძლივებულად მოქმედებს.

დიჰიდროსტრეპტომიცინ სულფატი – ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია, ხასიათდება გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედებით გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, მათ შორის Escherichia coli, Salmonella spp., Pasteurella spp., Klebsiella spp.-ის წინააღმდეგ.

დიჰიდროსტრეპტომიცინ სულფატის ანტიბაქტერიული ეფექტი მდგომარეობს მიკრობული უჯრედის ცილის სინთეზის დარღვევაში.

ანტიბიოტიკები ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდით და ნაღველით, ხოლო ლაქტაციის პერიოდში – ნაწილობრივ რძესთან ერთად. კუნთში ერთჯერადი ინექციით პროკაინ პენიცილინ G და დიჰიდროსტრეპტომიცინ სულფატი შეიწოვება სისხლით, ცხოველის დაზიანებულ ქსოვილებში მაქსიმალურ კონცენტრაციას ერთი საათში აღწევს და სისხლში ეფექტური კონცენტრაცია შენარჩუნებულია 24 სთ-ის განმავლობაში.

ბეტამეტაზონი ფოსფოლიპიდების აქტიურობას აინჰიბირებს, ხელს უწყობს დაზიანების ადგილებში ანთების დათრგუნვას. მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ქლორფენილამინის მალეატი ხასიათდება, ანტიჰისტამინური მოქმედებით, ზრდის ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს რესპირატორული ტრაქტის დაავადებების დროს, ამცირებს შეშუპებებს.

პენბექსი თბილსისხლიანი ცხოველების ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით მიეკუთვნება ზომიერად საშიშ ნივთიერებებს.

გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი შეჰყავთ კუნთში ღრმად, დღეში ერთჯერ. მკურნალობის კურსი 3-5 დღე მსხვილფეხა პირუტყვი და ცხენი: 1მლ 20 კგ ცოცხალ წონაზე 3-5 დღის განმავლობაში; მძიმე შემთხვევებში, ასევე ხბოებს და კვიცებს 60კგ-მდე ეძლევათ 1 მლ 10კგ ცოცხალ წონაზე.

ღორი, ცხვარი და თხა: 1მლ 10 კგ ცოცხალ წონაზე 3-5 დღის განმავლობაში;ძაღლი და კატა: 1მლ 10 კგ ცოცხალ წონაზე 3-5 დღის განმავლობაში;

პრეპარატის მაქსიმალური მოცულობა ერთ ადგილზე ინექციის დროს არ უნდა აღემატებოდეს: მსხვილფეხა პირუტყვი და ცხენი – 20 მლ; ღორი – 10 მლ; ცხვარი და ხბო -5 მლ; გოჭი, კატა და ძაღლი – 2,5 მლ.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის გამოყენება იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციას, ინექციის ადგილზე შეიჩნევა ადგილობრივი რეაქცია (ქავილი, ერითემა), რომელიც პრეპარატის შეწყვეტასთან ერთად ქრება.

უკუჩვენებები: უკუჩვენებები აღინიშნება იმ ცხოველებში, რომლებიც ჰიპერმგრძნობიარენი არიან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. მაკეობის პერიოდის ბოლო მესამედში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან აბორტი.

განსაკუთრებული მითითებები: ცხოველთა სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან 30 დღის შემდეგ. აღნიშნულ ვადაზე ადრე იძულებით დაკლულ ცხოველთა ხორცი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბეწვიანი ნადირის საკვებად თერმული დამუშავების შემდეგ ან ხორცისა და ძვლის ფქვილის საწარმოებლად.

აკრძალულია რძის საკვებად გამოყენება მკურნალობის პერიოდში და პრეპარატის ბოლო შეყვანიდან 3 დღის განმავლობაში. ასეთი რძე თერმული დამუშავების შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხოველთა საკვებად.

დაყოვნების პერიოდი: ხორცი: 30 დღე; რძე: 3 დღე (6 მოწველა)

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 5 – 15°C–მდე ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

მწარმოებელი, ქვეყანა: INVESA,ესპანეთი

penbex_veterinaria_333049455777771115

Share Button

Leave a Reply