შპს “აგროქიზიყი” აცხადებს ვაკანსიას

შპს “აგროქიზიყი” დაფუძნდა ქ. დედოფლისწყაროში 2011 წლის 18 მარტს.

კომპანია წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფად მზარდ ორგანიზაციას, რომელიც ფერმერებს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას: ვეტ კონსულტაცია და ვეტ პრეპარატების რეალიზაცია, შხამ-ქიმიკატების, პესტიციდების, ჰერბიციდების, ორგანული სასუქებისა და პრეპატების მიწოდება, ხელოვნური განაყოფიერება ძროხასა და ღორში, საკვების წარმოება.

კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია უკვე სამი საკუთარი მაღაზიით და სადილერო ქსელით კახეთში.

“აგროქიზიყი” აცხადებს ვაკანსიას მოლარე ოპერატორის პოზიციაზე ქ. დედოფლისწყაროში მდებარე მაღაზიაში

ძირითადი მოთხოვნები:

-მიზანსწრაფულობა;
-კომუნიკაბელურობა;
-გუნდური მუშაობის სურვილი;
-კომპიუტერის კარგი ცოდნა.

უპირატესობა მიენიჭება:

-ბუღალტრული განათლების ქონას;
-უცხო ენების ცოდნას;

არ ვითხოვთ!

3 დიპლომს და 10 წლიან სამუშაო გამოცდილებას!

ანაზღაურება:

– შეთანხმებით

გამოსაცდელი ვადა:

– 1 თვე (მინიმალური ანაზღაურებით)

CV-ს  გამოგზავნის ბოლო ვადაა: 12 ივლისი 2016წ.

გთხოვთ CV მოგვაწოდოთ ემაილზე: mail@farmers.ge

Share Button

Leave a Reply